გივი მაჭარაშვილი (97კგ) თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა.
ფინალურ ბლოკში დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს. ნაკრების დებიუტანტი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) კი შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ.