ჟურნალმა "ფორბსმა" ყველაზე მეტი შემოსავალის მქონე ჰოლივუდის მსახიობების სია გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზე ლეონარდო დი კაპრიო აღმოჩნდა. ფილმებმა მისი მონაწილეობით 1,1 მილიარდი დოლარი საკასო შემოსავალი მოიტანა.
სიაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა მია ვასიკოვსკა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". ვასიკოვსკას ფილმების შემოსავალი 1,03 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.
მესამე ადგილზეა ჯონი დეპი - 1,03 მილიარდი დოლარი. მეოთხეზე რობერტ დაუნი - 807 მილიონი დოლარი, ხოლო მეხუთეზე დანიელ ლედკრიფი - 780 მილიონი დოლარი.