მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას მსახიობის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ხათუნა კოტრიკაძის დებიუტი სოსო ჩხაიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“ შედგა, შემდეგ ითამაშა ფილმებში – „მოიტაცეს თამარ ქალი“ (რეჟისორი – ლეილა გორდელაძე) და „მხიარულ რომანი“ (რეჟისორი – ლერი ხოტივარი).