თბილისის 192-ე საჯარო სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მოზარდებს შორის ჩხუბი ჯერ გაკვეთილზე დაიწყო, თუმცა მასწავლებელმა სიტუაციის განეიტრალება შეძლო. ამის შემდეგ კი დაპირისპირება საპირფარეშოში გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მოსწავლეს ცხვირი აქვს გატეხილი. სკოლაში დღეს სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.