კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, 2010 წელი მისი უწყებისთვის ყველა მიმართულებით "გარღვევის" წელი იყო.
"თვითკმაყოფილებისგან შორს ვართ, უამრავი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ წელს იყო წარმატებები თეატრში, კინოში და ხელოვნების სფეროში", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს, სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს გაწეული სამუშაოების შეფასებისას.
უფრო კონკრეტულად მინისტრის განმარტებით, 2010 წელს ქართულმა თეატრმა საზღვარგარეთ რამდნეიმე სპექტაკლი გაყიდა, რის ფარგლებშიც სამსახიობო დასები გასტროლებზე ხშირად მიემგზავრებიან. გარდა ამისა, რურუას თქმით, წელს პირველად ქართველი მწერალი ზურაბ ლეჟავა საუკეთესო ევროპელ მწერლებს შორის მოხვდა. რაც შეეხება ქართულ ფილმს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა "გაღმა ნაპირი" გამოყო. რომელმაც მისი შეფასებით საერთაშორისო მასშტაბის წარმატება მოიპოვა. მისი რეჟისორი გიოგრი ოვაშვილი კი მოთხოვნად რეჟისორად იქცა.
"გარდა ამისა, დავიწყეთ სახელოვნებო განათლების კუთხით მაგისტრანტების დაფინანსება, რაც მნიშველოვანია. ასევე მნიშვნელოვანი იყო პარიზში ქართული კულტურის დღეები, სადაც გადაწყდა რომ ქართველი დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი პერ კარდენთან ერთდა თავის ხაზს გამოუშვებს" - აღნიშნა მინისტრმა.