ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ოფისის (UNRWA)
ქვეშ გვირაბში “ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი იყო განთავსებული. იუწყება The Times of Israel
სამხედროებმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გვირაბში ჩაიყვანეს.
UNRWA-ს ოფისი ქალაქ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ისრაელემა სამხედროებმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებისას დაიკავეს.
რეპორტიორები გაერო-ს შენობასთან მდებარე სკოლის გვერდით შახტში შევიდნენ და გვირაბში ჩავიდნენ.
ოცი წუთის შემდეგ გვირაბის მიხვეულ-მოხვეულმა გზამ ისინი UNRWA-ს ოფისამდე მიიყვანა.
გვირაბი, რომელიც სამხედროების თქმით, 700 მეტრი სიგრძისა და 18 მეტრის სიღრმის გვირაბში განლაგებული იყო საოფისე ფართები ფოლადის სეიფებით, რომლებიც ღია და ცარიელი იყო, იქვე იყო საპირფარეშო. ერთი დიდი ოთახი კი სავსე იყო კომპიუტერული სერვერებით.
ისრაელელი სამხედროების განცხადებით, გვირაბს ელექტროენერგია სწორედ გაეროს ოფისიდან მიეწოდებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ეს იყო ჰამასის ცენტრალური დაზვერვის სამეთაურო პუნქტი, საიდანაც ისინი ხელმძღვანელობდნენ საბრძოლო მოქმედებების დიდ ნაწილს.
გაერომ დაიწყო შიდა გამოძიება, რამდენიმე დონორმა ქვეყანამ კი სააგენტოს დაფინანსება შეუწყვიტა მისი ზოგიერთი წარმომადგენლის „ჰამასთან“ სავარაუდო თანამშრომლობისა და 7 ოქტომბერს ისრაელზე შესაძლო თავდასმაში მონაწილეობის გამო.