უკრაინული მედიის ცნობით, 10 თებერვლის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დრონებით სამჯერ შეუტიეს ოდესის რეგიონს
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით,
რუსებმა დრონების პირველი ტალღა ოდესის მიმართულებით გაუშვეს. 9-ვე შაჰედი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
თუმცა, ერთ-ერთი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევმა პორტის ინფრასტრუქტურის ტექნიკური აღჭურვილობა დააზიანა, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი ნამსხვრევების შედეგად დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მტრის თავდასხმის მეორე და მესამე ტალღები მიმართული იყო დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 დრონი გაანადგურეს.
დაშავდა სამი ადამიანი, საპორტო საწარმოების თანამშრომლები. ყველა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მტერმა ასევე დაარტყა იზმაილის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. დაზიანდა სამრეწველო და მომსახურეობის ობიექტების ტექნიკური ნაგებობები, გზის საფარი, სატვირთო და მსუბუქი მანქანები, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში ჩაიმსხვრა მინები, დაზიანდა ფასადები და სახურავები. ასევე იზმაილის რაიონში, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებნა კერძო სახლსა და ავტოფარეხში ხანძარი გამოიწვია.