საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ორგანიზაცია აქვეყნებს კორუფციის რუკას, რომელზეც აღნიშნულია 2013 წლიდან საქართველოს რეგიონებში კორუფციის სავარაუდო შემთხვევები.
მათივე ცნობით, ანგარიშში თავმოყრილია საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით", ამ კომპანიებმა ბოლო 10 წელში ჯამში 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მიიღეს:
აჭარა - 736 469 823 ლარი;
კახეთი - 421 000 000 ლარი;
სამცხე-ჯავახეთი - 409 441 633 ლარი;
შიდა ქართლი - 353 199 362 ლარი;
იმერეთი - 131 994 071 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 96 703 744 ლარი.