რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი რიწის ტბაზე "ანტიტერორისტულ სწავლებას" ჩაატარებენ. ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რიწის ტბაზე "ანტიტერორისტულ სწავლება" 10 თებერვალს არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები".
კერძოდ, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამსამხურის თანამშრომლები, ასევე რუსეთის გვარდიისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორც იუწყებიან, სწავლებაში ჩართული იქნება მძიმე ტექნიკა და მყვინთავები.