საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა.
7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6592 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6622 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.0064 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8629 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 თებერვალს ამოქმედდება.