გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times-ი იტყობინება, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომას აძლევს.
ამასთან, რუსეთის ნებართვით განიბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომელიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.
გამოცემის ცნობით, ნებართვა გაიცა საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, რომელიც ფხეინანმა მოსკოვს გადასცა, ხოლო ეს უკანასნელი მას უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
ამასთან, New York Time-ის წყაროების ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს უფლება მისცა, განებლოკა 9 მილიონი დოლარი იმ 30 მილიონი დოლარიდან, რომელიც რუსეთის ბანკებშია გაყინული.
ვარაუდობენ, რომ განბლოკილ თანხას ფხენიანი ნავთობის შესაძენად დახარჯავს.
გარდა ამისა, წყაროები ამბობენ, რომ მოსკოვმა ფხენიანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება მისცა.