სუპერმარკეტი დააყაჩაღეს წუხელ, ღამის 11 საათზე, ბახტრიონის ქუჩაზე. მაღაზიაში 2 ახალგაზრდა შევიდა და იარაღის მუქარით გამყიდველები აიძულეს, ხმა არ ამოეღოთ. შემდეგ სხვადასხვა პროდუქტები და 50 ლარი წაიღეს.
მძარცველებმა მაღაზიის თანამშრომელთა მობილური ტელეფონებიზ გაიყოლეს და მიიმალნენ.
მომხდარს ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიცია იძიებს.