რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, "სოხუმს სურს, წარმოადგინოს "ქვეყანა" BRICS-ის სხვადასხვა ფორმატში.
არძინბამ აღნიშნული საკითხი BRICS-ის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელთან, ვიქტორია პანოვასთან ონლაინ შეხვედრისას განიხილა.
რუსეთმა BRICS-ის თავმჯდომარეობა 2024 წლის 1 იანვარს გადაიბარა.
არძინბას თქმით, სოხუმს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს BRICS-ის მუშაობაში ბიზნეს წრეებთან შეხვედრის, სამოქალაქო და ადადემიური ფორუმების, ახალგაზრდული და ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმების, ასევე სპორტული თამაშების დონეზე.
ვიქტორია პანოვა დაჰპირდა არძინბას, რომ მოსკოვი იფიქრებს და შეიმუშავებს გეგმას BRICS-ის მუშაობაში ოკუპირებული აფხაზეთის მონაწილეობის შესახებ.
BRICS-ი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით დაარსებული სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებაა. მისი წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.