ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის განცხადებით, მისი ქვეყანა ომს არ დაიწყებს, მაგრამ თეირანი მტკიცედ უპასუხებს ნებისმიერ აგრესიას. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ცნობით, რაისიმ სატელევიო გამოსვლისას განაცხადა.
"ადრე, როდესაც მათ [აშშ-ს] სურდათ ჩვენთან საუბარი, ამბობდნენ, რომ განიხილავდნენ სამხედრო ვარიანტს. ახლა ამბობენ, რომ ირანთან კონფლიქტში შესვლას არ აპირებენ", - აღნიშნა რაისიმ.
პრეზიდენტის თქმით, ირანის სამხედრო ძალა ახლო აღმოსავლეთის არც ერთი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
"პირიქით, ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რომელსაც რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ დაეყრდნონ და ენდონ", - დასძინა რაისიმ.
რამდენიმე დღის წინ, იორდანიაში განთავსებულ აშშ-ის საჰაერო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული დაჯგუფებები. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 40-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო. თეთრმა სახლმა უკვე დაამტიკცა თავდასხმაზე რეაგირების გეგმა.