საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა.
2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.83 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6688 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.40 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9042 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 თებერვალს ამოქმედდება.