საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
1-ელი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.47 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6771 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.42 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8902 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 თებერვალს ამოქმედდება.