საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი 7% იყო.
2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ასევე ინფორმაცია და კომუნიკაცია.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში.
დეკემბერში საქართველოს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.7 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 4.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.