ხვალ, 28 დეკემბერს, 18:00 საათზე, საბავშვო სტუდია "ლურჯა ცხენები" თბილისის ბავშვთა სახლების აღსაზღდელებს (დიღმის ბავშვთა სახლი, "მომავლის სახლი", "სათნოება") საახალწლო კონცერტზე ეპატიჟება.
კონცერტში მონაწილეობენ ვოკალური სტუდია "ლურჯა ცხენების" მოსწავლეები, აგრეთვე ცნობილი მომღერლები: სოფო ბედია, თამრიკო მეჭიაური, პაატა თედიაშვილი, ანა ხანჩალიანი, ასევე დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა სახლის ბენეფიციართა ტრიო.