საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა.
29 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.23 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6773 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.93 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8963 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 იანვარს ამოქმედდება.