საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.19 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6750 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.12 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9056 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 იანვარს ამოქმედდება.