"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობას გაზრდის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "რეაქცია" ისაუბრა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მყარი ამომრჩეველი ჰყავს.
"21 ადამიანი წავიდა 2016 წელს ენმ-დან, იმ ადამიანების პარტია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რეიტინგულად... ალბათ, 2024-შიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ რა მხარდაჭერა აქვთ - 21 პატივსაცემი ადამიანი, დღეს მათი პოლიტიკური რეიტინგი არ არსებობს...
ჩვენი ამომრჩეველი არის ძალიან მყარი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს და მეტიც ჩვენ აუცილებლად ამ არჩევნებზე დავიმატებთ ბევრად უფრო მეტ ამომრჩეველს. ეტაპობრივად თქვენ ნახავთ, როგორ იზრდება ნაციონალური მოძრობა თვიდან თვემდე. ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა ერთობა იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე…", - თქვა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე მელიას და გვარამიას პარტიები დააზარალებენ თუ არა ენმ-ის რეიტინგს - ხაბეიშვილის პასუხობს, რომ ამაზე იმ დროს ისაუბრებს, როცა პარტიები შეიქმნება.
"ჩემი პატივისცემა მათ და ვურჩევ ყველას იზრუნონ ადამიანების საჭიროებებზე და არ დაკარგონ დრო პოლიტიკურ გაუგებრობებში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. როცა იქნება პარტია, მერე უფრო მარტივი იქნება ჩემთვისაც საუბარი. გაურკვეველია ვისაუბრო იმაზე, რაც ჯერ არსებობს", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.