"ქართულ" ოცნებას შევჭამთ იმისთვის, რომ ხელისუფლება წავართვათ და დავუბრუნოთ მის აღმატებულება ქართველ ხალხს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემაში "რეაქცია".
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციასთან პოლემიკაში შესვლას არ გეგმავს, მთავარი მოწინააღმდეგე მისთვის მმართველი პარტიაა.
"ვისაც პოლიტიკაში ყოფნა უნდა, უნდა ვიკამათოთ იმაზე, როგორ პროექტებს გავაკეთებთ, ამიტომ ადამიანებს უნდა შევხვდეთ, უნდა გავაგებინოთ, როგორი მნიშვნელოვანია ამ ხელისუფლების გაშვება.
რუსი ოლიგარქის პირობებში, ამ რეჟიმის პირობებში, სადაც განსხვავებულ აზრს დევნიან, იჭერენ, მოსყიდვით აშინებენ ადამიანებს, ამ პირობებში ოპოზიცია არის უძლიერესი, როცა არის ასეთი მრავალფეროვანი - თუ ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ, არ ვიქნებით ძლიერები და ვესვრით ერთმანეთს ტალახს და ამით გავაძლიერებთ ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ოპოზიცია რომ დღეს არის საქართველოში, ასეთი მაგარი ოპოზიცია არ მახსენდება. თუ ოპოზიცია სუსტია, ბიძინა ივანიშვილი რატომ მობრუნდა?," - ამბობს ხაბეიშვილი.