საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.77 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6769 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.79 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9168 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 იანვარს ამოქმედდება.