საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.59 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6692 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.18 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9089 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 იანვარს ამოქმედდება.