ყაბარდო- ბალყარეთის ჩეგემის რაიონში ნაპოვნია სამართალდამცავი ორგანოების ორი თანამშრომლის თავმოჭრილი ცხედარი. ამის შესახებ რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ. ამ ეტაპზე არ სახელდება გარდაცვლილთა ვინაობა.
სამართალდამცავთა წარმომადგენლების განცხადებით, დაწყებულია გამოძიება.
"თავმოჭრილი ცხედრები სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების ორ თანამშრომელს ეკუთვნის", - აცხადებენ სამართალდამცავები.
მათი განმარტებით, ცხედრები ნაპოვნი იქნა ორშაბათ საღამოს ქალაქ ჩეგემში მერსედესის მარკის ავტომანქანის საბარგულში.
როგორც ინტერფაქსს სამართალდამცავ ორგანოებში განუცხადეს, ცხედრები სავარაუდოდ რაიონული განყოფილების და რესპუბლიკაში სასამართლო პრისტავის ფედერალური სამსახურის წარომადგენლებს ეკუთვნით.
აღნშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.