ქარელში კაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო. Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული კაცი ტაქსის მძღოლია.
შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80% შეადგენდა, რის გამოც პაციენტი თბილისში გადააგზავნეს.
შსს-ში აცხადებენს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.