საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 22 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6588 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.05 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8946 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.