ოკუპირებულ სოხუმში აფხაზი მხატვრების „ოქროს ფონდი“ დაიწვა, სადაც 4 000 ნამუშევარი ინახებოდა. იუწყება „ეხო კავკაზა“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის დინარა სმირის განცხადებით, ცეცხლმა თითქმის ყველაფერი გაანადგურა. მისივე თქმით, 4 000 ნამუშევრიდან 300-მდე ტილო ცნობილ აფხაზ მხატვარს ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძეს ეკუთვნოდა. „ეს აფხაზური ეროვნული კულტურისთვის აუნაზღრებელი დანაკარგია“.
გალერეის ე.წ. დირექტორის სურამ საქანიას განცხადებით, ცეცხლი შენობის სახურავიდან დაიწყო. მისივე თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.