მოსაზრება, რომ სურდოს დროს სასარგებლოა ალკოჰოლის მოხმარება, მხოლოდ მითია - ასე უპასუხა ნარკოლოგმა თამარ სირბილაძემ "ალტერნატივა ჯორჯიას" მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე "ფეისბუქლაივის" დროს მოქალაქის შეკითხვას.
შეკითხვა: არსებობს მოსაზრება, რომ სურდოს დროს სასარგებლოა ალკოჰოლის მოხმარება. სწორია თუ არ ეს მოსაზრება?
"ეს მოსაზრება მითია. რეალობა სრულიად საპირისპიროა. ალკოჰოლი მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, აზიანებს მას, შესაბამისად, აქვეითებს იმუნიტეტს. ალკოჰოლი ხელს უშლის იმას, რომ ადამიანი გაციებისგან დროზე გამოჯანმრთელდეს, - განაცხადა თამარ სირბილაძემ.
"ალტერნატივა ჯორჯიამ" ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული მორიგი ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამა.