"ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა დაწერა დასკვნა პრეზიდენტ სააკაშვილზე, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. მინდა მივმართო სოროდან გამომძვრალ რუს ოლიგარქს - თუ არ გეშინია, გამოუშვი პრეზიდენტ სააკაშვილი, მოგიწევს ამის გაკეთება ადრე თუ გვიან და ამის გაკეთება მოგიწევს ხალხის გადაწყვეტილებით", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
"მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის ამ ქვეყანაში 400 000-მდე პენსიონერს როგორ გაუნულოს სესხი, რუსულ პარტიას ეს არ უნდა და ურჩევნია დაჩაგრული პენსიონერი. მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის როგორ უნდა ააშენოს ლაზიკა და შექმნას 30 მილიარდი ლარის ეკონომიკა, ეს რუსულ პარტიას ცხადია არ უნდა. მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის როგორ უნდა შევძლოთ რიგითი პოლიციელის, ჯარისკაცის და პატრულ ინსპექტორის ხელფასი როგორ უნდა გახდეს 3500 ლარი და, რა თქმა უნდა, „რუსულ ოცნებას“ ეს არ უნდა და ურჩევნიათ, რომ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები იყვნენ. „მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის ხელფასი 2500 ლარი, მაგრამ რუსულ პარტიას ეს არ უნდა და მათ ურჩევნიათ, რომ „ოცნების“ კოორდინატორად ამუშაონ მასწავლებლები.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის როგორ უნდა შექმნას ისეთი ეკონომიკა, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 1500 ლარიდან და არა 800 000-მდე ადამიანი მუშაობდეს 100-დან 800 ლარამდე ხელფასზე ოფიციალური სტატისტიკით. მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის როგორ გავხდეთ სწრაფად ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ რუსულ პარტიას ეს არ უნდა და იციან როგორ უნდა გახდეს საქართველო რუსეთის გუბერნია. ამ ყველაფრის ფონზე, როცა „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს როგორ შეიყვანოს ქვეყანა და გახადოს რუსეთის გუბერნია და ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვცდილობთ ევროპის ნაწილი გავხდეთ და დარწმუნებული ვარ ამას შევძლებთ, ამასობაში ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა დაწერა დასკვნა პრეზიდენტ სააკაშვილზე, სადაც მთავარი შინაარსი იკვეთება და იკითხება, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი უბრალოდ ვერ დაწერს დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან და მეტიც, ისინი ამბობენ, რომ „ვივამედის“ ექიმები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ პენიტენციური დაწესებულება ანუ სუს-ი იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი, რუსული პარტია იღებს გადაწყვეტილებებს და არა ექიმები და ეს დამატებითი პრობლემაა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებისა. ეს დასკვნა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, გარდა იმისა, რომ კლანის მოსამართლეები დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუმპირებულები არიან და ამ ხალხმა გაასამართლა, გარდა იმისა, რომ აშშ-მ ფარცხალაძეზე, ვინც ბრალი შეკერა პრეზიდენტ სააკაშვილზე, თქვა რომ ეს რუსეთის აგენტია. ახლა ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ამბობს, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოპყრობა.
ყველას კარგად უნდა ესმოდეს და მე მინდა მივმართო რუს ოლიგარქს, შეშინებულ და სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, თუ არ ეშინია, თუ მუხლები არ უკანკალებს მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელზეც მთლიანად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და მისცეს შესაძლებლობა, რომ ელაპარაკოს ხალხს. შენ ხომ ყველანაირი შესაძლებლობა გაქვს - სახელმწიფო უწყებები, მილიარდები, ფარცხალაძე, რუსეთის აგენტურა, ხომ ყველაფერი შენს ხელშია ივანიშვილო, თუ არ გეშინია გამოუშვი პრეზიდენტ სააკაშვილი და მიეცი შესაძლებლობა ესაუბროს ხალხს. მოგიწევს ამის გაკეთება ადრე თუ გვიან და მოგიწევს ამის გაკეთება ხალხის გადაწყვეტილებით, თუ შენ ამას არ გააკეთებ და ქართველი ხალხი 2024 წელს აუცილებლად დააღწევს თავს რუსულ პარტიას და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა