7 იანვარს უკრაინას ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა ეწვევა. ის უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდება. ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ვიზიტისას მინისტრი კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უკრაინის მხარდასაჭერად უცვლელი რჩება დღევანდელ რთულ საერთაშორისო ვითარებაშიც კი.
მინისტრი კამიკავა ასევე აცნობებს უკრაინულ მხარეს შესაბამისი დახმარების დეტალებს და ჩვენი სახელმწიფოს გეგმებს“, - ნათქვამია იაპონიის საგრეო უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ კამიკავა აცნობებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონია „მტკიცედ ერთგულია უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისადმი მჭიდრო საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში“. მათივე ცნობით, 19 თებერვალს იაპონიაში გაიმართება იაპონია-უკრაინის კონფერენცია ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობის შესახებ პირადად უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის მონაწილეობით.
ასევე, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში კამიკავა გამართავს კონსულტაციებს უკრაინელ პარტნიორებთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.