იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, კიდევ 210 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია და მინისტრებს მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ გზები, რათა დახმარება მიაწოდონ იმ რაიონებს, რომლებიც სტიქიის შედეგად სატრანსპორტო ქსელს არის მოწყვეტილი. ნანგრევების ქვეშ დარჩენილების სამძებრო სამუშაოები გრძელდება, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ართულებს დაზიანებული გზები და უამინდობა, ასევე ათასობით მეწყერის შედეგები.
იაპოინიაში მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი მდებარეობდა ნოტოს ნახევარკუნძულზე.