რუსეთის ტყვეობიდან 230 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინელი სამხედროები ტყვეობაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, მათ შორის არიან მარიუპოლის, „აზოვსტალისა“ და კუნძულ ზმეინის დამცველები.
"ჩვენები სახლში არიან. რუსეთის ტყვეობიდან დავიბრუნეთ 200-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი. ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. შეიარაღებული ძალების, ეეროვნული გვარდიის, სამხედრო-საზღვაო ძალების მეომრები, მესაზღვრეები. სამხედროების ნაწილი იცავდა მარიუპოლს და „აზოვსტალს“.
მადლობა ყველას, ვინც სირთულეების მიუხედავად ჩვენი ხალხი სახლში დააბრუნა! მადლობა ჩვენს დამცველებს! ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავიბრუნოთ ყველა, ვინც ახლა რუსეთის ტყვეობაშია“, - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რთული მოლაპარაკების შედეგად 248 რუსი სამხედრო ტყვე დაიბრუნა.