იაპონური მედია იშიკავას პრეფექტურის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, ათობით დაშავდა.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 1 იანვარს, ადგილობრივი დროით შუადღეს მოხდა.
მიწისძვრის შემდეგ დაუყოვნებლივ გაჩნდა ცუნამის საფრთხე, მაგრამ დღეს დილით ის გაუქმდა.
მიწისძვრის შედეგად კუნძულ ჰონსიუზე დაზიანდა გზები, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, დაინგრა ათობით შენობა.
სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მასში ჩართულია იაპონიის თავდაცვის ძალები.