ლუვრის ადმინისტრაცია მზადაა, შეიძინოს ლუკას კრანახი უფროსის ნახატი _ "სამი გრაცია", რომელიც დღემდე კერძო კოლექციებში ინახებოდა.
ნახატის შესაძენად სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის მეშვეობით, მუზეუმმა ერთი მილიონი ევრო ერთი თვის განმავლობაში მოაგროვა.
"ჩვენ გაოცებულები ვართ. არ გვეგონა, თუ ასე მოკლე დროში შევძლებდით სახსრების მოგროვებას", _ განაცხადა ლუვრის დირექტორმა ანრი ლოირეტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტით შემოწირული თანხის ოდენობა 1-დან 40 ათას ევრომდეა. კერძო პირების გარდა თანხა ადგილობრივმა და უცხოურმა კომპანიებმაც ჩარიცხეს.
ნახატის ღირებულება ოთხ მილიონ ევროს შეადგენს. ნაწილი თანხა სპონსორებმა გამოყვეს, ნაწილს თავად მუზეუმი გადაიხდის.
ლუკას კრანახი უფროსის ნახატი 1531 წელს შექმნა და მასზე გამოსახულია ძველი ბერძნული ქალღმერთები.
იგივე თემაზე ნახატები შექმნილი აქვთ რაფაელს, რუბენსს და მოქანდაკეს ანტონიო კანოვს.