ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„შოკირებული ვარ იმ ძალადობის გამო, რომელსაც დღეს პრაღაში რამდენიმე სიცოცხლე შეეწირა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და მთელ ჩეხ ხალხს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და თქვენთან ერთად ვგლოვობთ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
პრაღაში, იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
დაღუპულია ათი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 30-ს აღწევს.
თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.