მედიის ინფორმაციით, პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულია ათი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 30-ს აღწევს.
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი განეიტრალებულია.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა.
უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
პოლიცია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.