ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სირიის დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.
ალ-ასადმა არძინბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ყველა ძალისხმევას მიმართავს არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" წერს
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის განცხადების თანახმად,
ინფორმაციით, „მხარეებმა მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ, „დაგმეს შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები კონფლიქტების გასაჩერებლად ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის ძალისხმევას, შექმნას საერთაშორისო ურთიერთობების უფრო სამართლიანი სისტემა და გააძლიეროს მრავალპოლარული ტენდენციები გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
არძინბამ ბაშარ ალ-ასადი 2024 წლისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია, რაზეც სირიის დიქტატორი დათანხმდა.