რუსეთი გაძლიერდა უკრაინაში კონფლიქტის შედეგად, ისევე როგორც გაძლიერდა წარსულში ნაპოლეონისა და ჰიტლერის დამარცხებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, იტყობინება Sky News
კერძოდ, მან განაცხადა, რომ "ჰიბრიდული ომი", რომელსაც მისი თქმით, დასავლეთი აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, ეფუძნება "განადგურების კულტურას". მისივე თქმით, "დასავლეთის 500-წლიანი ბატონობა მსოფლიოში" დასასრულს უახლოვდება. ამავდროულად, ლავროვის თქმით, რომელიც გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, დასავლეთი ცდილობს რუსეთი გამოფიტოს უკრაინაში.
„უკრაინელებმა უნდა აღიარონ, რამდენად ღრმად არიან იმ ორმოში, სადაც ამერიკელებმა ჩასვეს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეკითხვაზე, რა შანსები აქვს დიპლომატიას ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის მისაღწევად, ლავროვმა უპასუხა: ”ჩვენ მოგვიწევს ბატონ ზელენსკის დავურეკოთ, რადგან წელიწადნახევრის წინ მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს პუტინთან მოლაპარაკებებს”.