ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თემურ კარბაიას მილიცია სასტიკად გალის ცენტრში გაუსწორდა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 40 წლამდე თემურ კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყავნეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.