ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომის ჩატარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.
მისი თქმით, რუსეთთან ნებისმიერი სახის "დაახლოება" მისი აგრესიის პირიპირ დაუცველებს გვტოვებს.
"ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოს უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთზე ეკონომიკურად, განსაკუთრებით დღეს, როცა დასავლეთი დაგვიანებით მაგრამ ცდილობს პუტინის რუსეთის იზოლაციას, არის პირდაპირ მიმართული ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
იმიტომ რომ ჩვენ მოგვათავსებს ამ დაპირისპირების, თავისუფალ სამყაროსა და რუსეთსა და ტირანიებს შორის, მეორე მხარეს. ანუ მარტოებს დაგვტოვებს რუსეთისა და ტირანიების პირისპირ და ეს არის პირდაპირი საფრთხე, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც. ამიტომ, არავინ უნდა მოვტყუვდეთ იმით, რომ თითქოს ეს დაახლოება ჩვენ გვიცავს რუსული აგრესიისგან".- აცხადებს გიგა ბოკერია.