უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონი დაბომბეს.
მტრის ჭურვები ქალაქის ცენტრალურ რაიონში მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა, ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ორი საავადმყოფო დაბომბეს. დაზიანდა სამედიცინო დაწესებულების შენობები. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.