დღეს, 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კულტურულ მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის სფეროში შეტანილი წვლილისთვის სფეროს წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
კულტურულ მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილოდოებას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა, რაც პროფესიონალთა დაფასებასა და მათ მოტივაციასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, სფეროს პოპულარიზაციის უწყობს ხელს.
სფეროს სპეციელიტებს, წლების განმავლობაში სხვადასხვა სარეასტავრაციო პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის, კულტურულ მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვისა და აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოღვაწე საზოგადოების სახელით, ვაჩეიშვილი ფულად პრემიებს, ძეგლთა ეროვნული სააგენტოს 2010 წლის უახლეს გამოცემებსა და სამახსოვრო სიგელებს გადასცემს.