ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იმართება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა სიტყვით გამოსვლის 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა.
მან 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაშინ, ნატო-მ თბილისი და კიევი რუსეთის წინააღმდეგ განაწყო.
1999 წელს NATO-მ განახორციელა აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ, 2008 წელს კი გაეროს რეზოლუციის დარღვევით სერბეთს წაართვეს კოსოვო, ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე. იგივე ქვეყნებმა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიიზიდეს თბილისი და კიევი წევრობაზე, მიზანი მარტივი და დაუმალავი იყო, ისინი რუსეთის წინააღმდეგ განეწყოთ". – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა 2008 წლის ომს აშშ-ის მიერ პროვოცირებული უწოდა.
"სააკაშვილმა, ბუქარესტში მიღებული კარტ-ბლანში დაუყოვნებლივ აამოქმედა, 2008 წლის აგვისტოში გასცა ბრძანება დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქები და თავს დასხმოდნენ სამშვიდობოებს, რომლებიც იქ ეუთოს თანხმობით იმყოფებოდნენ. ამ პროვოკაციებს ამზადებდა შეერთებული შტატები, რომელმაც საქართველოში დაიწყო თავისი პროგრამა – "ასწავლე და შეაიარაღე". რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმაც გულმოდგინედ შეასრულა.", - თქვა ლავროვმა მინისტერიალზე.