სწორად გამოითქვა ვარაუდები, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ აღსასრულია, პოლიტიკურ აგონიაში არიან“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების გაგრძელება მოსალოდნელი იყო.
„ვამბობდით, რომ დაპირისპირება არ იქნებოდა იმ მძიმე მდგომარეობის დასასრული, რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ შექმნილი. ანგარიშსწორებისთვის ასე უგერგილოდ შერჩეული ფორმებიც კი ახალ კონფლიქტებს ბადებს და ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ეს ფაქტი იქნება დასაწყისი მომდევნი კონფლიქტის. ეს კონფლიქტიც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად დაქუცმაცდება რესურსი, რაც ამ დრომდე პარტიას ჰქონდა. სწორად გამოითქვა ვარაუდები, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ აღსასრულია, პოლიტიკურ აგონიაში არიან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში ხაბეიშვილმა ფურცელს ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.