ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის არა მხოლოდ ევროპული ბრძოლა, არამედ ბრძოლა ქართული ტრადიციებისთვის," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე მინდა ვისარგებლო ამ დღით და ვახსენო, რომ დღეს იწყება 2-კვირიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ესეც არის ევროპული საკითხი. ევროპული სტანდარტები ამას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და, პირველ რიგში, ქალები. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის არამხოლოდ ევროპული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქართული ტრადიციებისთვის, ღირებულებებისთვის", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.