უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მხარდამჭერი ერთიანი გზავნილი გააჟღერა.
„უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია - ჩვენი ვალდებულებით არ დავიღლებით. მე ვმუშაობ ევროკომისიის დავალების შესაბამისად, ჩვენს მომავალ უსაფრთხოების ვალდებულებებზე, - წერს ბორელი ტვიტერზე.