აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკულ და ევროპულ მხარეებს შორის უკრაინასთან მსჯელობის შესახებ რუსეთთან "სამშვიდობო" მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
პატელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებაზე უკრაინამ უნდა მიიღოს
"როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, არაფერი არ უნდა მოხდეს უკრაინაში უკრაინის გარეშე. ჩვენ არ ვიცით უკრაინასთან რაიმე მოლაპარაკებების შესახებ "მშვიდობის ფორმულის" გარდა, რაზეც უკვე შედგა შეხვედრები", - თქვა მან.
პატელის თქმით, „აბსოლუტურად ნათელია, რომ კრემლს არ აქვს ინტერესი ომი მოლაპარაკებების გზით დამთავრდეს“.
"და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს", - აღნიშნა პატელმა.
გასულ კვირას NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს უკრაინასთან რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის განხილვა. ტელეკომპანიის ცნობით, ამ დისკუსიებში, კერძოდ, ისაუბრეს იმაზე, თუ რაზე შეიძლება უარი თქვას უკრაინამ შეთანხმებების მისაღწევად.