რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა, მელია თუ სოფო ჯაფარიძე. მე ვფიქრობ, რომ სოფო ჯაფარიძე უფრო დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ სააკაშვილმა თავისი პირადი წარმომადგენელი დანიშნა, ოფისი გახსნეს, ეს არ არის პარალელური მენეჯმენტი? - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში პარალელური მენეჯმენტი შექმნა სოფო ჯაფარიძის სახით.
როგორც პარტიის ლიდერი ხაბეიშვილი არაადეკვატურად გამოიყურება, მიშაც ხვდება ამას. გამოჩნდა იმაში, რომ სოფო ჯაფარიძე არის ამის ნიშანი - რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა, მელია თუ სოფო ჯაფარიძე. მე ვფიქრობ, რომ სოფო ჯაფარიძე უფრო დიდი პრობლემაა, უფრო დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ სააკაშვილმა თავისი პირადი წარმომადგენელი დანიშნა, ოფისი გახსნეს, ეს არ არის პარალელური მენეჯმენტი? თუ ეს პარტია ექსკლუზიურად მიშას უკავშირდება - ყველა ამას თანხმდება, ხაბეიშვილიც მიშას სახელს ეფარებიან, მიშა, მიშას იძახიან - განა იმიტომ, რომ მიშა უყვართ, ეჯავრებათ, იმიტომ, რომ მიშას გარდა საკუთარი აქტივი რა აქვს ხაბეიშვილს.
ვფიქრობ, რომ სოფო ჯაფარიძე ხაბეიშვილისთვის და მის უკან მდგარი ორი კაცისთვის, სოფო ჯაფარიძე არანაკლები პრობლემაა, მეტი თუ არა. სოფო ჯაფარიძით ბალანსს აკეთებს, ნახეთ რას აკეთებს სააკაშვილი - კეზერაშვილ-მერაბიშვილს უნდათ ამ პარტიაზე კონტროლი, მათ სააკაშვილი არ სჭირდებათ, სააკაშვილის მხოლოდ ბრენდი სჭირდებათ, რომ აიფარონ წინ - რომ ილოცეთ, ღმერთი ჩვენთან არის, თორემ სააკაშვილი ვის დაკარგვია, რაში აინტერესებთ,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.