ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ურსულა ფონ დერ ლაიენს თხოვნით მიმართავენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
„ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მივმართეთ ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს და დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც განსაზღვრავს საბოლოო გადაწყვეტილების დადებითობას და საქართველო წინ წაიწევს ისტორიული არჩევანის რეალიზების გზაზე და ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა,“ - ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას გაბცხადებით, შესახებ. წინა ჯერზე, საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად, კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირება მოახდინა, რის გამოც საქართველომ საბოტაჟიორება ვერ მოიპოვა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 8 ნოემბერს, სულ რამდენიმე დღეში ევროკომისია მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, მათ შორის რას გადაწყვეტს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც იქნება საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის შესახებ. წინა ჯერზე, საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად, საბოტაჟირება მოახდინა კანდიდატის სტატუსის, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ტრიოში მყოფი სხვა ქვეყნების მოლდოვის და უკრაინის აპლიკაცია იყო წარმატებული, საქართველომ წარმატება ვერ მოიპოვა. ამ ჯერზე ჩვენ ვდებთ მაქსიმალურ ძალისხმევას იმაში, რომ საქართველომ მოიპოვოს წარმატება, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რომ ქართველი ხალხის ხმა იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე არის რუსული რეჟიმის მავნებლობა, რომელიც ახლაც ღიად ცდილობს გადაწყვეტილების საბოტაჟირებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ერთობლივი წერილით, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მივმართეთ ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს და დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში საქართველო მიაღწევს დიდ წარმატებას, იქნება დადებითი გადაწყვეტილება მიღებული, ეს განსაზღვრავს საბოლოო გადაწყვეტილების დადებითობას და საქართველო წინ წაიწევს ისტორიული არჩევანის რეალიზების გზაზე და ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.